კურტელენი ჟორჟ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 25 აგვისტო 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურტელენი ჟორჟ - (ფრ. COURTELAIN GEORGES 1860 - 1929). ფრანგი მწერალი და დრამატურგი.

ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟორჟ კურტელენი დაიბადა 1860 წელს. 1881 წელს იგი აყალიბებს ჟურნალს „პარი-მოდერნ“-ს. კურტელენი თავის კომედიებში იყენებს ბუფონადურ და კარიკატურულ ნიღბებს და აჩვენებს თანადროული ცხოვრების ნაღვლიან სურათებს. მისი ცნობილი კომედიებია: „ბუბუროში“, „ეჰ, ახალგაზრდობა“, „სერიოზული კლიენტი“ და სხვ.

კურტელენის პოპულარობამ განაპირობა მისი სახელობის პრემიის დაწესება, რომელიც სწრაფად გადაიქცა დრამატურგებისათვის პრესტიჟულ ჯილდოდ.

ჟორჟ კურტელენი გარდაიცვალა 1929 წელს.

წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები