აბიმელექი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 5 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბიმელექი – (დაახლ. ძვ.წ. XIII-XII სს.), გედეონის, ისრაელის მსაჯულის ძე. ისრაელის მეფობის მსურველმა აბიმელექმა თავისი 70 ძმა ამოახოცინა და მხოლოდ ერთი, იოთამი დატოვა ცოცხალი. ამის შემდეგ ის სამი წელი მართავდა შექემს, სანამ ამ ქალაქის მოსახლეობასთან უთანხმოება არ მოუვიდა. განრისხებულმა აბიმელექმა დაანგრია შექემი და ამოწყვიტა მისი მაცხოვრებლები. ერთ-ერთი ქალაქის ალყის დროს ის გალავნიდან გადმოგდებულმა ქვამ გამოასალმა სიცოცხლეს.