ცენტურია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:17, 6 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცენტურია (ლათინური centuria < centum – ასი)
1. ძველ რომში მოქალაქეთა სამხედრო-პოლიტიკური დაყოფის ერთეული ძვ.წ. VI–II საუკუნეებში. სამხედროვალდებული მამაკაცები ქონებრივი ცენზის მიხედვით იყოფოდნენ 5 ჯგუფად, რომელთაც ევალებოდათ ცენტურიების (ასეულების) გარკვეული რაოდენობის გამოყვანა.
2. რომის შეიარაღებული ძალების ძირითადი საორგანიზაციო ერთეული ძვ.წ. VI–IV საუკუნეებში და ლეგიონის მცირე საორგანიზაციო ერთეული (60 კაცი) ძვ.წ. IV საუკუნიდან. ორი ცენტურია შეადგენდა მანიპულას. ცის სათავეში იდგა ცენტურიონი.