შემხვედრი ბატალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:55, 6 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შემხვედრი ბატალია – მხარეთა ჯარების ოპერატიული დაჯგუფებების შეტევითი მოქმედების განსაკუთრებული სახეობა, რომლის დროსაც ისინი ცდილობენ შეტევით მიაღწიონ დასახულ მიზნებს. შეიძლება წარმოიშვას:
- ომის საწყის პერიოდში თავდაცვის მიზნით, გაერთიანების წინ წაწევის დროს;
- თავდაცვაში – გაშლის ზღუდეზე კონტრდარტყმის მისაყენებლად;
- აერომობილურ (საჰაერო-მოიერიშე) ფორმირებებთან, სარეიდო რაზმებთან, ოპერატიულ საჰაერო და საზღვაო დესანტებთან და მოწინააღმდეგის სხვა მაღალმობილურ ოპერატიულ დაჯგუფებებთან II ეშელონის (ოპერატიული რეზერვის) შეტაკებისას, რომლებიც თავდაცვის სიღრმეში შემოიჭრნენ.
შემხვედრი ბატალია შეიძლება წარმოიშვას კონტრშეტევაზე ჯარების გადასვლის დროს, მოწინააღმდეგის კონტრდარტყმების მოგერიების, რეზერვების განადგურებისას და სხვა. ჩვეულებრივ, შემხვედრი ბატალია წარმოებს არმიის, საარმიო კორპუსების მასშტაბით. გულისხმობს:
- მხარეების დაახლოებას,
- ბატალიის დაწყებას (საცეცხლე დარტყმების მიყენებას შემხვედრი დაჯგუფებისათვის, მეწინავე რაზმების, აერომობილური ჯარების, ავანგარდების, დაფარვის ნაწილების მოქმედებას ხელსაყრელი მიჯნების დასაპყრობად),
- მთავარი ძალების მოქმედებას (მათ გაშლას, ბატალიებსა და შეტევაში შეყვანას),
- საომარი მოქმედებების დასრულებას (თავდაცვაზე გადასვლას ან ერთი მხარის ჯარების უკან დახევას, შეტევის განვითარებას, ან მეორე მხარის ჯარების დევნაზე გადასვლას).
შემხვედრი ბატალიის დროს, განსაკუთრებით მისი დაწყებისას, ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები აწარმოებენ შემხვედრ ბრძოლებს. მათი ერთობლიობა შეადგენს შემხვედრი ბატალიის დედაარსს.