აივ-ასოცირებული ანთებითი პოლინევროპათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 11 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აივ-ასოცირებული ანთებითი პოლინევროპათია - (HIV-associated inflammatory polyneuropathy) აღნიშნული დაავადება შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სახით:
1. ქვემწვავე მულტიფოკალური პერიფერიული სენსომოტორული ნეეროპათია (მრავლობითი მონონევრიტი), რომელიც უხშირესად აზიანებს ქვედა კიდურებს, მაგრამ შეიძლება ჩაითრიოს თავის ქალას ნერვებიც;
2. ანთებითი ქვემწვავე, პრაქტიკულად სიმეტრიული სენსომოტორული პოლინევროპათია;
3. გილაინ-ბარეს ტიპური მწვავე სინდრომი სახის დიპლეგიით, რომლის დროსაც ხშირად შეინიშნება სუნთქვითი უკმარისობა.