აბნევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბნევა - [confusion] ტვინის ორგანული ქრონიკული ან მწვავე დაავადების დროს გაჩენილი დარღვეული ცნობიერების მდგომარეობა კლინიკურად იგი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: დეზორიენტირებით, ფსიქიკური პროცესების შენელებით, ასოციაციებისა და აზრების სიმწირით, აპათიით, უინიციატივობით, დაღლილობითა და ყურადღების დაქვეითებით.

გამოკვლევისას, აბნევის მსუბუქი მდგომარეობის დროს, შესაძლოა სავსებით რაციონალური პასუხებისა და ქცევის მიღება, აშლილობის უფრო მძიმე გამოხატულებისას ინდივიდს გარე სამყაროსთან პროდუქტიული კონტაქტის დამყარება არ შეუძლია. ტერმინი აგრეთვე ფართოდ იხმარება ფუნქციური ფსიქოზების დროს, აზროვნების აშლილობის აღსანიშნავად, მაგრამ ამ მნიშვნელობით მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სინონიმი: არეულობის მდგომარეობა



იხილე აგრეთვე

ბინდისებრი მდგომარეობა

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები