არითმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 12 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არითმია - (arrhythmia) რითმის ან მოქმედების ხასიათის (პატერნის) ნებისმიერი დარღვევა, უპირატესად გამოიყენება გულის შეკუმშვების დარღვევების მიმართ. გულის ქსოვილში ელექტრული იმპულსების გავრცელების დარღვევა გამოვლინდება ელექტრო-კარდიოგრაფიით. გულის არითმიები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის, ელექტროლიტური ცვლის მოშლით, ფსიქოფარმაკოლოგიური და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებით, გულის დაავადებით, შფოთვით.