აფაზია ვერნიკეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 12 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფაზია ვერნიკეს - (Wernicke aphasia) ზეპირმეტყველების ან წერილობითი მასალის გაგების და, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია – ობიექტების ან მათი თვისებების დასახელების შეუძლებლობა. კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები მეორადად ირღვევა.
აშლილობა, ჩვეულებრივ, სისხლძარღვოვანი გენეზისაა და დაზიანება ლოკალიზებულია დომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის პირველი ხვეულის ქერქში. ბავშვებში მსგავსი დარღვევა შესაძლოა განვითარების სპეციფიკური აშლილობა (F80.2) იყოს.