ძილის აპნოე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 18 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძილის აპნოე - (sleep apnoe), ძილის დროს სუნთქვის დროებითი შეჩერება, უპირატესად გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციით, რომელიც მთავრდება ხმამაღალი – ხვრინვით, სხეულის კრთომით, ხელების ტოკვით. ძილის აპნოე თან სდევს ძილის ციკლის დარღვევას, ძილიანობას და მომატებულ გადაღლას დღის განმავლობაში, ბრადიკარდიას, ამასთან, ელექტრო-ენცეფალოგრამაზე აისახება აღგზნების ნიშნები.