თავის ტვინის მინიმალური დისფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 25 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავის ტვინის მინიმალური დისფუნქცია - (minimal brain dysfunction), ზოგადი ტერმინი, რომელსაც საყოველთაო აღიარება არ აქვს. გამოიყენება ისეთი, შედარებით მსუბუქი, ცერებრალური დარღვევების აღსანიშნავად, რომლებიც ცვლის ინტელექტის მქონე ბავშვების ქცევას, აღქმას, ნორმალური დასწავლის უნარ-ჩვევებს.
კლინიკური გამოვლინებებია: ჰიპერაქტივობა, მოტორული დისკოორდინაცია, ყურადღების მოცულობის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა და ანტისოციალური ქცევა. ხანდახან აღინიშნება ნევროლოგიური მიკროსიმპტომატიკა.