თვისება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:06, 27 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვისება - (trait) ფსიქოლოგიაში იდეალური, „ერთი მიზნისაკენ მიმართული მუდმივი ნაწილი“ პიროვნებისა (Stern, 1921), რომლის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთება შესაძლოა ინდივიდის ქცევიდან გამომდინარე, მაგრამ მისი უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. თვისება სტაბილური ნიშანია და ხშირად უპირისპირდება მდგომარეობას, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის ან პიროვნების ერთმომენტიან ან დროში შეზღუდულ მახასიათებელს.
გენეტიკაში თვისება ეწოდება დამახასიათებელი ფენოტიპური (ე.ი. ხილული) მემკვიდრეობითი მიდრეკილებების გამოვლენას.