თირეოტოქსიკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:13, 27 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თირეოტოქსიკოზი - (thyrotoxicosis), ჰიპერთირეოზი, რომელიც ძირითადი ცვლის აჩქარებით, ჟანგბადის შთანთქმის მომატებით, ფარისებრი ჯირკვლის ზომის მომატებით, სისუსტით, წონის დაკლებით, ნევროზულობით, გულის არითმიით და შეგუბებითი გულის უკმარისობით ხასიათდება. თირეოტოქსიკოზი შესაძლოა შფოთვითი მდგომარეობით ვლინდებოდეს.
სინონიმი
ჰიპერთირეოზი