მგებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგებრნი – გარდაცვლილის სულის წამოსაყვანად სულეთის ღმერთის მიერ სამზეოში წარგზავნილი სულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მითოლოგიაში. არიან ახალგაზრდა ვაჟნი – მხედრები და ქვეითნი; ზოგიერთი მონაცემით, ახალსულის ახლო ნათესავთა (უპირატესად, დედისძმათა) სულები. თუშთა რწმენით, მგებრები მიცვალებულის სულს სულეთის კართან ეგებებიან და სულეთში შეუძღვებიან; მათ გარეშე იგი სულეთში ვერ შედის. ავადმყოფის სიკვდილისწინა აგონიის დროს მათ სახელობაზე აცხობენ კოტორს („მგებრთ სუფრა“), ასევე გარდაცვალებისთანავე ტაბლას დადგამენ, სადაც სამ სანთელანთებულ ხმიადს დადებენ და მგებრთა შესანდობარს იტყვიან. მგებრები „სახელდებაშიც" იხსენიებიან.


ლიტერატურა

  • მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. თბ., 1940, გვ. 58;
  • დ. გიორგაძე. წარმოდგენეწარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 102-103.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები