პარანოიდული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 30 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარანოიდული - (paranoid), დომინირებული ავადმყოფური იდეების, მონო ან პოლითემატური ბოდვითი იდეების ამსახველი აღწერილობითი ტერმინი. ყველაზე ხშირია დევნის, სასიყვარულო ურთიერთობის, სიძულვილის, შურის, ეჭვიანობის, მაღალი წარმომავლობის, განდიდების, დანაკლისის და, აგრეთვე, ზებუნებრივი იდეები.
ასეთი აზრები და ბოდვითი იდეები შესაძლოა ორგანული ფსიქოზების, ტოქსიკური რეაქციების (ინტოქსიკაცია), შიზოფრენიის, ემოციურ სტრესზე იზოლირებული სინდრომის სახით ან პიროვნების აშლილობებისას შეგვხვდეს.