მენადები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 6 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენადები(ბერძნ.) „გაშმაგებულნი“. ღვინისა და თრობის ღვთაება დიონისეს თაყვანისმცემელი ქალები. სხვაგვარად მათ ბაკქ ქალებსაც უწოდებდნენ.

როდესაც დიონისე ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, რათა თავისი ღვთაებრიობა განეცხადებინა ხალხისთვის, თან ახლდა მოხუცი სილენოსი, მენადების დასი და ველური სატირების ბრბო. შემთვრალ მენადებს ხელში ეკავათ გირჩებწამოცმული და სუროებით შემოგრაგნილი თირსოსები. ტანთ ირმის ხალებიანი ბეწვი ემოსათ, თუმცა ნახევრად შიშველნი იყვნენ. ისინი, თმაგაშლილნი და წელებზე გველებშემოხვეულნი, ველური ექსტაზით მიჰყვებოდნენ დიონისეს და გაშმაგებით გაიძახოდნენ: „ევოე, ბაკქოს!“ მენადები ტყეებში და მთათა ფერდობებზე ფლეთდნენ ნადირებს და სვამდნენ მათ სისხლს. ამით თითქოსდა ეზიარებოდნენ თავიანთ ტანჯულ ღვთაებას. მენადებს შეეძლოთ თირსოსები ჩაეკრათ კლდეში და იქიდან რძე ან თაფლი ამოეფრქვიათ. ისინი თავიანთ დასში ითრევდნენ ქალებს და მათ მოუწოდებდნენ, თაყვანი ეცათ დიონისესათვის.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები