სომატოსენსორული ილუზიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 1 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სომატოსენსორული ილუზიები - (somatosensory illusions), სხეულის შეგრძნებების დამახინჯება, რომლებსაც პაციენტი შეიგრძნობს, როგორც პულსაციას, ღუტუნს, მთელ სხეულში ელექტროგანმუხტვებს (Lhermitte ნიშანი) და ა.შ.
სომატოსენსორული ილუზიები ხშირია და ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დაავადებათა მთელ რიგს ახასიათებს, როგორიცაა: საფეთქლის ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ტვინის სიმსივნეები, დემენცია, B12 ვიტამინის ნაკლებობა, ინტოქსიკაციის მდგომარეობა, შფოთვითი აშლილობები. ამ ფენომენთა ინტერპრეტაცია რთულია და მათი დიაგნოსტიკური ფასეულობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის.