სტუპორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 1 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტუპორი - (supor), მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მუტიზმით, განურჩევლობით, ნებისმიერი მოძრაობების გამოხატული დახშობით, ფსიქომოტორული რეაქციების არარსებობით; სტუპორის გამომწვევი მიზეზის ბუნების შესაბამისად, ცნობიერება შეიძლება დაირღვეს. სტუპორისებური მდგომარეობები შეიძლება აღინიშნებოდეს თავის ტვინის ორგანული დაავადებების, შიზოფრენიის (განსაკუთრებით მისი კატატონიური ფორმისას), დეპრესიული აშლილობების, ისტერიული ფსიქოზებისა და მწვავე სტრესული რეაქციის დროს.