სოციალური ფობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 3 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფობია, სოციალური - (F40.1), (phobia, social), სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიში, რომელსაც თან სდევს სოციალური სიტუაციებისათვის თავის არიდება უფრო მასიური სოციალური ფობიები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და კრიტიკის შიშთან.
აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით:
- სახის აწითლება;
- ხელების ტრემორი;
- გულისრევა;
- ხშირი შარდვა.
ზოგჯერ პაციენტი დარწმუნებულია, რომ შფოთვის ეს მეორადი გამოვლინებები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. შესაძლოა სიმპტომების პროგრესირება და პანიკური შეტევების ხასიათში გადასვლა.