ჭარბი სიფხიზლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 7 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭარბი (ზე)სიფხიზლე - (სიფხიზლის ამაღლებული დონე), (hypervigilance), გარე სამყაროში საფრთხის ნიშნების მუდმივი ძებნით გამოხატული ჭარბი სიფხიზლის მდგომარეობა.
ხშირად აღინიშნება პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობის დროს, პარანოიდული სტრუქტურის მქონე პირებში, ძალადობის ან მშობლების მხრიდან ცუდი მოქცევის შედეგად ბავშვებში, აგრეთვე, ფსიქოაქტიური საშუალებების ზოგიერთი ფორმით მიღებისას.