ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კრუნჩხვები
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კრუნჩხვები - (alcohol – or drug – related convulsion) – ეპილეფსიფორმული სინდრომი, რომელიც წარმოიქმნება ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ან აღკვეთის სინდრომის დროს;
ხასიათდება გონების დაკარგვით, კუნთების რიგიდობით (ამას თან სდევს პერიოდულად სუნთქვის შეჩერება); შემდგომში ვითარდება კიდურების და მთელი სხეულის კუნთების პერიოდული შეკუმშვა.
ზოგჯერ ტერმინი გამოიყენება ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ცერებრალური დარღვევების დროს წარმოქმნილი კრუნჩხვების აღსანიშნავად. ამ განსაზღვრებაში არ შედის კრუნჩხვითი დარღვევები, გამოწვეული იდიოპათიური ეპილეფსიით, ტრავმითა და ინფექციებით განპირობებული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, თუ ეს პათოლოგია აქვთ პირებს, რომლებიც მავნედ იყენებენ ფსიქოაქტიურ საშუალებებს.
სინონიმები
გულყრები ან შეტევები, გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით. იხ.: F1x-31 და F1x.41 დსკ-10-ში. The ICD Classification of mental and Behavioural Disorders. Clinical descriptions and diagnostic guedlines. Geneva, World Health Organization. 1992.