ნუში
ნუში – ლათინური დასახელება – Prunus dulcis
- ბოტანიკური ოჯახი – Rosaceae
- სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20-30 წელი (ინტენსიურ საწარმოო ციკლში)
- ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65%
- ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-80%
- ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-7,5
- კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -23-280C (თავების ფორმირებისას)
- კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 41-430C ვითარდება ნაყოფის ამწვრობა)
- სინათლისადმი მოთხოვნილების მაქსიმუმი – მოითხოვს კარგად განათებულ ადგილებს
- არასასურველი წინამორბედი კულტურები – პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი
სარჩევი |
გავრცელებული ჯიშები – ძირითადი ინფორმაცია
| დასახელება | ზოგადი აღწერა | სიმწიფის პერიოდი |
|---|---|---|
| სუპერნოვა | გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, არ მოითხოვს დამამტვერიანებელს | სექტემბრის II ნახევარი |
| ფერანე | გვიან მოყვავილე. ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშის დარგვას | სექტემბერი |
| გუარა | საშუალო-გვიან მოყვავილე, საშუალო ზრდის, საშუალო ზომის ნაყოფებით, ჯიში არ მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშის დარგვას | აგვისტოს II ნახევარი – სექტემბრის I ნახევარი |
| ზილიჩა | ადრე მოყვავილე, ძლიერი ზრდის, მსხვილი ნაყოფებით, მოითხოვს დამამტვერიანებელს | აგვისტოს II ნახევარი – სექტემბრის I ნახევარი |
| გიკა | საშუალო-გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის მსხვილი ნაყოფებით, ჯიში მოითხოვს დამამტვერიანებელ ჯიშის დარგვას | სექტემბერი |
გამოყენებული საძირეები – ძირითადი ინფორმაცია
| დასახელება | ზოგადი აღწერა | ხის საშუალო სიმაღლე |
|---|---|---|
| ნუში (მწარე ნუში ნათესარი) | ძლიერი, არ მოითხოვს საყრდენს, სტანდარტული ბაღისთვის | 3,5-4,0 მეტრი |
| GFGF 677 | ძლიერი არ მოითხოვს საყრდენს, სტანდარტული ბაღისთვის | 3,5-4,0 მეტრი |
| Rutpak 40 | საშუალო, ზოგჯერ მოითხოვს საყრდენს, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებისთვის | 3,5-3,0 მეტრი |
საბაზისო აგროკალენდარი
| აგროღონისძიება | თვე |
|---|---|
| გაშენება | XI, II, III |
| გასხვლა | XI, II, III |
| რიგთაშორისების გათიბვა, დამუშავება | IV,V, VI, VII,VIII |
| მწვანე გასხვლა | VI |
| მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები, წამლობა | III, IV,V, VI, VII,VIII |
| მორწყვა | V, VI, VII, VIII |
| მოსავლის აღება | VII,VIII, IX |
ნიადაგის მომზადება გასაშენებლად
ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება სპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ სიღრმეზე.
გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერდება, ბოლოს – როტაციული კულტივატორით ნაკვეთის „ფრეზირება“.
დარგვის წესები და ნორმები
ირგვება 40X30-40 სმ. სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
დარგვის სქემები
ძლიერ საძირეებზე (ნუში GF 677) 5,0-6,0 X 4,0-3,5 მეტრი საშუალო საძირეზე (რუტპაკ 40) – 4,0-5,0 X 1,5-3,0 მეტრი
სხვლა-ფორმირების მეთოდები
ძირითადად გამოიყენება ჯამისებური, ინტენსიურ ბაღებში – ცენტრალურ ლიდერული ან შპინდელი.
მორწყვა
საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ წვეთოვანი მორწყვით – 16-20-ჯერ/სეზონი, მოღვარვით – 5-6-ჯერ/სეზონი.
მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, მოღვარვით, კვალში მიშვებით
მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 50-70 მ3 წვეთოვანი მორწყვა, 400-500მ3 მოღვარვით ან კვალში მიშვებით. ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ნაყოფების დამსხვილება სიმწიფის დასაწყისი.
ნუშის განოყიერების საორიენტაციო სისტემა
ზოგადი ინფორმაცია: რეკომენდებულია განოყიერება ჩატარდეს ნიადაგის და ფოთლების ანალიზის მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცვეობაა: N – 2,8-3,4; P – 0,13-0,20; K – 1,3-0,20; Mg 0,30-0,70; Ca – 1,6-2,6 (% მშრალ ნივთიერებაზე)
განოყიერების საორიენტაციო სქემა (მოქმედი ნივთიერება, კგ)
| საკვები ნივთიერება | შეტანის ნორმა კგ. | შეტანის ვადა |
|---|---|---|
| N – აზოტი | 80-100 | ვეგეტაციის პერიოდში, კვირტების დაბერვა, მოსავლის აღების შემდეგ |
| P – ფოსფორი | 80-100 | ხსნადი ფორმა – ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა – შემოდგომა, გვიან ზამთარი |
| K – კალიუმი | 80-100 | იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში |
| კომპოსტი | 20-30 ტონა | შემოდგომა, ადრე გაზაფხული |
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ინტეგრირებული დაცვის ზოგადი სქემა
| მავნე ობიექტი | რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება | გამოყენების პერიოდი | |||
|---|---|---|---|---|---|
| დაავადებები – კლასტეროსპოროზი, მონილიოზი, ნაცარი და სხვა | ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, დიფენოკონაზოლი, ციპროდინილი + ფლუდიოქსოლინი, პროპიკონაზოლი და სხვა | III, IV, V, VI, VII, VIII | მავნებლები – აღმოსავლური ნაყოფიჭამია და სხვა | დელტამეტრინი, ქლორპირიფოსი, თიაკლოპრიდი და სხვა | IV, V, VI, VII |
| მავნებლები – ბუგრები | იმიდაკლოპრიდი, აცეტამპირიდი და სხვა | V, VI, VII, VIII | |||
| მავნებლები – ტკიპები | სპიროდიკლოფენი, ტებუფენპირადი და სხვა | V, VI, VII, VIII |
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
| განვითარების ფაზა | ჰერბიციდის ტიპი | რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| სარეველების ამოსვლამდე | სელექციური | პენდიმეტალინი და სხვა | ვეგეტაციის დაწყებამდე |
| სარეველების ამოსვლის შემდეგ | ტოტალური | გლიფოსატი, ამონიუმის გლუფოსინატი და სხვა | არ უნდა შეეხოს ხის მწვანე ორგანოებს |
მოსავლის აღება და შენახვა
მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.
შენახვის ოპტიმალური პირობები
ნუშის საზამთრო ჯიშები შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 60-65% შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-50C შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 10-12 თვე
საორიენტაციო მოსავალი
3-4 ტონა/ჰა
პროდუქტიული მსხმოიარობა
4-5 წელი დარგვის შემდეგ