ჯელლინეკის ტიპოლოგია
ჯელლინეკის ტიპოლოგია - (jellinek’s typologi), ალკოჰოლიზმის კლასიფიკაცია ჯელლინეკსის მიხედვით, რომელიც მოცემულია მის წიგნში „ალკოჰოლიზმი, როგორც ავადმყოფობის კონცეფცია“ (1960 წ.)*
ალფა-ალკოჰოლიზმი
ალფა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომით, რომელიც ჯერ არ არის გადასული ფიზიკურ დამოკიდებულებაში. ამ სტადიას უწოდებენ ალკოჰოლის პრობლემურ გამოყენებას, ალკოჰოლის ექსკაპიურ გამოყენებას.
ბეტა-ალკოჰოლიზმი – ხასიათდება ფიზიკური გართულებებით. მოიცავს ორგანიზმის ერთი ან რამდენიმე სისტემის პათოლოგიას, ჯანმრთელობის საერთო მოშლას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.
გამა-ალკოჰოლოზმი – ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით, კონტროლის დაკარგვით და აღკვეთის მდგომერეობის განვითარებით. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ეწოდება აგრეთვე „ანგლო-საქსონიური ალკოჰოლიზმი“.
დელტა-ალკოჰოლიზმი – ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით. აღკვეთის სიმპტომებით. ალკოჰოლის მიღებისაგან თავშეკავების შეუძლებლობით. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არა აქვს დაკარგული კონტროლი ალკოჰოლის მიღების რაოდენობაზე (იხ.: ალკოჰოლიზაცია).
ეფსილონ-ალკოჰოლიზმი. ალკოჰოლის პაროქსიზმული და პერიოდული მიღება, გადაბმული სმა, რომელსაც ზოგჯერ დიპსომანიას უწოდებენ.