კულტურული შოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 22 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კულტურული შოკი - (F43.2), (culture schock), სოციალური იზოლაციის, შფოთვის, დეპრესიის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება პიროვნების უცხო კულტურის პირობებში მოხვედრისას, ან საკუთარ კულტურაში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებისას, ან თუ პიროვნება ერთდროულად მისდევს ორი ან მეტი განსხვავებული კულტურის წეს-ჩვეულებებს. ეს დარღვევა ყველაზე ხშირია ემიგრანტებში, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს საზოგადოებაში ცხოვრების წესების რადიკალური ცვლილებებისას.