სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია
სომატოფორმული, ვეგეტატიური დისფუნქცია - (F45.3), (somatoform autonomic dysfunction), პაციენტის მიერ სიმპტომების აღწერა წარმოდგენილია როგორც სისტემის ან ორგანოს სომატური პათოლოგიის გამოვლინებები, რომლებიც უპირატესად ან სრულად ინერვირებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემით და მოქცეულია მისი კონტროლის ქვეშ (მაგ.: გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი ან შარდ-სასქესო სისტემები).
ჩივილები ვეგეტატიური ნერვული სისტემის აღგზნების ისეთ ობიექტურ ნიშნებს შეიძლება ეყრდნობოდეს, როგორიცაა: გულისცემა, ოფლიანობა, სახის აწითლება, ტრემორი; აგრეთვე, სომატური დაავადების შესაძლებლობით გამოწვეული შიში და დისტრესი; ან ჩივილებს შეიძლება არასპეციფიკური და ცვალებადი ხასიათი ჰქონდეს, მაგალითად, მიგრირებადი ტკივილები, წვის, სიმძიმის, შეკუმშვის, შებერილობის ან დაჭიმულობის შეგრძნებები, რომლებსაც პაციენტი ამა თუ იმ სისტემას ან ორგანოს მიაკუთვნებს.