უარყოფა (სამედიცინო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 23 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უარყოფა - (denial), რეალურად არსებული ვითარების მიუღებლობა ან დაუშვებლობა. მაგ., ტვინის ზოგიერთი პათოლოგიისას გამოხატულია ანოზოგნოზია, პაციენტის მიერ არსებული სიმპტომების და ინვალიდიზაციის შეუცნობლობით.
ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, უარყოფა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია, რომლის საშუალებით უარყოფილია ავადმყოფური გამოცდილება ან რომელიმე პიროვნული ასპექტი.