შიზოფრენიის გენეტიკური სპექტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:25, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიზოფრენიის გენეტიკური სპექტრი - (schizophrenia, genetic spectrum), კლინიკური მდგომარეობებისა და ქცევითი თავისებურებების არასაკმარისად ზუსტად განსაზღვრული და დაუმთავრებელი რიგი, რომელიც გენოტიპის ალტერნატიულ ან დაუსრულებელ ფენოტიპურ გამოხატულებად ითვლება და შიზოფრენიის განვითარებას განსაზღვრავს. მოსაზრება შიზოფრენიასთან კავშირის შესახებ პირველი თაობის ნათესაობაში შიზოფრენიის მანიფესტური ფორმის სიხშირეს ეფუძნება. ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში ჩართულია მოსაზღვრე და ლატენტური შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობა, პიროვნების შიზოიდური და პარანოიდული აშლილობები. სპექტრის კონცეფციას განსაზღვრა აკლია, ამის გამო ამ ცნების გამოყენება ყოველდღიურ კლინიკურ მუშაობაში შეზღუდულია.