მიოპათია დაკავშირებული ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებთან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიოპათია, დაკავშირებული ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებთან - (G72.0, G72.1), (myopathy, alcohol – or drug related) – ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ჩონჩხის კუნთების დაზიანება. დარღვევები შეიძლება განვითარდეს მწვავედ (ამ შემთხვევაში მას რაბდომიოლიზომი ეწოდება). ამ დროს ადგილი აქვს კუნთოვანი ქსოვილის დიდი ნაწილის ნეკროზს, რომელიც ხდება რბილი და შეშუპებული და შესაძლებელია გართულდეს მიოგლობინურიითა და თირკმლის უკმარისობით. ქრონიკული ფორმა წარმოდგენილია კუნთის პროქსიმალური ნაწილების ფარული სისუსტით.