პროგრამა „აცილება“
პროგრამა „აცილება“ - (diversion programme) – სამკურნალო ან აღმზრდელობითი პროგრამები იმ პირთათვის, რომელთაც ჩადენილი აქვთ ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებული სისხლის სამმართლის დანაშაული (სისხლის სამართლის „აცილება“), ან ავტომობილის ტარება ნასვამ მდგომარეობაში („აცილება“ ტრანსპორტის ტარება ნასვამ მდგომარეობაში), ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება და გაყიდვა („აცილება“ – ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით).
ტერმინი, მკაცრი იურიდიული თვალსაზრისით, ეხება პირებს, რომელთაც შეუჩერდათ სასჯელი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და წარმატებით მონაწილეობენ „აცილების“ პროგრამაში მის დასრულებამდე.
ტერმინი „აცილება“ ზოგჯერ გამოიყენება ცნების უფრო ფართო გაგებით და გულისხმობს სასამართლოდან საქმის გადაცემას სასამართლო საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის, განაჩენისა და პირობითი სასჯელის დონეზე.