გუცაკია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუცაკია (აფხ. Гәцакьа) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და მხატვრულად დამუშავებული სახე; მკვირცხლი აზროვნებით, მოსწრებული და მწარე ენით დაჯილდოებული ნართი, პირდაპირი და მართალი, ზოგჯერ გესლიანი სიტყვის მთქმელი. ამ თვისებათა გამო, ძმები მის მიმართ სიფრთხილესაც იჩენენ და რაც არ უნდა მწარე ან დამცინავი იყოს მისი სიტყვა, პასუხს არ უბრუნებენ. როცა ერთ-ერთ თავყრილობაზე სასრიყვა, ბზოუს (გმირის ცხენი) სიკვდილის შემდეგ, მისთვის შეუფერებელი ჯაგლაგით გამოჩნდა და ძმები შეწუხდნენ, გუცაკიამ ისინი გააჩერა: „თავი დაანებეთ, მან თავისი შესაფერი ცხენი იპოვა!“ სასრიყვას ცოლს მანათობელი ნეკა თითი ჰქონდა და ხშირად შველოდა ქმარს ღამეული გზის გაგნებაში, რაზეც გუცაკიამ თქვა: ზოგი მამის თოხით ამაყობს, ზოგიც თავისი ცოლის ნეკა თითით ტრაბახობსო. შეიძლება ითქვას, რომ მთელ ნართებში იგი ყველაზე მიწიერი ადამიანია. გუცაკიას სახე ახლო დგას ადიღეური ვერსიის ათლაგუცასთან და ოსური ვერსიის სირდონთან.


ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. Сух., 1962; 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები