ჰანტინგტონის დაავადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაავადება, ჰანტინგტონის - (Huntigton disease), ბაზალური განგლიების, ზოლიანი სხეულის, თავის ტვინის ქერქის პროგრესირებადი დეგენერაცია; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური გენით,რომელიც ლოკალიზდება მეოთხე ქრომოსომის მოკლე მხარში;
კლინიკურად ხასიათდება პროგრესირებადი ქორეიფორმული მოძრაობებით და დემენციით. პათოლოგიური მოძრაობები იწყება ნელ-ნელა, 20-დან 25 წლამდე ასაკში, ხოლო შემდგომ – სხვადასხვა ხანგრძლივობის დროის მონაკვეთში, ვითარდება თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომები. დაწყებიდან 10-15 წელში დაავადებას, ჩვეულებრივ, ლეტალური გამოსავალი აქვს.
სინონიმი
ჰანტინგტონის ქორეა