რემისია სპონტანური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:19, 10 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რემისია სპონტანური - (remission, spontaneous) – ფსიქოაქტიური ნივთიერებების /სამკურნალწამლო საშუალებების ან ალკოჰოლის არასწორი მოხმარების შეწყვეტა, დამოკიდებულების ან წარმოქმნილი პრობლემების უკუგანვითარება თერაპიული ჩარევის ან ურთიერთდახმარების ჯგუფის დადებითი გავლენის გარეშე – ბუნებრივი რემისია. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, რემისიის მრავალი შემთხვევა ყალიბდება თერაპიის და ურთიერდახმარების ჯგუფებში გაერთიანების გარეშე. ზოგიერთი ავტორი ამჯობინებს „ბუნებრივი გამოჯანმრთელების“ ტერმინის ხმარებას, სიტყვა „რემისიაში“ ნაგულისხმები დაავადების ზედმეტი ხსენების თავიდან აცილების მიზნით.