ხანმოკლე ჩარევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 10 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანმოკლე ჩარევა - (briet intervention), სამკურნალო სტრატეგია, რომლის დროსაც ინდივიდს სთავაზობენ ხანმოკლე (როგორც წესი, 5-30 წთ) სტრუქტურირებულ თერაპიას, რომლის მიზანია შეწყვიტოს (ან შეამციროს) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება ან (იშვიათად) სხვა პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

ხანმოკლე თერაპიის სტრატეგია ძირითადად შემუშავებულია ზოგადი პრაქტიკის ექიმებისა და პირველადი მედიკო-სანიტარული დახმარების მუშაკებისათვის. დღეისათვის ხანმოკლე ჩარევა (ზოგჯერ ამგვარ ჩარევას მინიმალურ ჩარევასაც უწოდებენ) ძირითადად გამოიყენება თამბაქოს მოწევის შეწყვეტისას, ან, როგორც თერაპია, ალკოჰოლის მავნე შედეგებით გამოყენებისას.

ხანმოკლე ჩარევის იდეა მდგობარეობს იმაში, რომ, მართალია, პროცენტული რაოდენობა იმ პირებისა, რომლებზედაც აღნიშნულმა ჩარევამ დადებითად იმოქმედა, მცირეა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ზოგადი პროფილის ექიმებისა და პირველადი დახმარების მედიკო-სანიტარული მუშაკების დიდ რაოდენობას და, შესამაბისად, აღნიშნული დახმარების დიდ მოცულობას, შედეგი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

ხანმოკლე ჩარევა ხშირად დაკავშირებულია რომელიმე სკრინინგ-ტესტის სისტემატურ ჩატარებასთან, ნივთიერებების (განსაკუთრებით, ალკოჰოლისა და თამბაქოს) სახიფათო გამოყენების შემთხვევაში.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები