ასაკობრივი როლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 10 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასაკობრივი როლი - (age role), ამა თუ იმ კულტურის ფარგლებში ამა თუ იმ ასაკობრივი პერიოდისათვის სპეციფიკური სოციალური ქცევის, სოციალური ვალდებულებებისა და ფუნქციების ფორმა (მაგალითად, მონაწილეობა არჩევნებში, მშობლის ვალდებულებების შესრულება).