ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 10 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოდვა - (delusion), მცდარი, არაკორეგირებადი რწმენა ან მსჯელობა, რომელიც შეუსაბამოა რეალობასთან, ასევე სოციალურ გარემოში საყოველთაოდ მიღებულ რწმენებთან და კულტურულ ნორმებთან.
პირველადი ბოდვა შეუძლებელია აიხსნას ინდივიდის ცხოვრებისეული ისტორიის და მისი პიროვნული თავისებურებების პოზიციიდან;
მეორადი ბოდვა ფსიქოლოგიურად გასაგებია და აღმოცენდება ფსიქიკის პათოლოგიური ან სხვა მდგომარეობის გამო, მაგ., აფექტური აშლილობისას ან ეჭვიანობისას.
განსხვავება ბოდვით და ბოდვისმაგვარ აზრებს შორის აღწერეს Birnbaum-მა (1908) და Jaspers-მა (1913). ბოდვისმაგვარი აზრები წარმოადგენს უბრალოდ მცდარ დასკვნებს, რომლებსაც პაციენტი ჯიუტად იცავს.