ალკოჰოლური გასტრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 11 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალკოჰოლური გასტრიტი - (K29.2), (alcoholic gastritis) – კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული ალკოჰოლით. როგორც წესი, ვითარდება ალკოჰოლური ექსცესების (ლოთობა, გადაბმული (დიფსომანიური სმა) შემდეგ და ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ზოგჯერ – სისხლდენით. აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭიდან.
ალკოჰოლურ გასტრიტს, ჩვეულებრივ, თან ახლავს ეზოფაგიტი. უმეტესად, აღნიშნულ პათოლოგიას არ გააჩნია გართულებები და განიცდის უკუგანვითარებას ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტისას.