ბოდვა დევნის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 11 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოდვა დევნის - (delusion of persecution), პათოლოგიური დარწმუნებულობა, რომ არსებობს დევნა ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფის მხრიდან. იგი გვხვდება პარანოიდული მდგომარეობების, უპირატესად შიზოფრენიის დროს, თუმცა ასევე შეიძლება არსებობდეს ზოგიერთი დეპრესიული აშლილობისა და ორგანული დაავადებების დროს. გარკვეული პიროვნული აშლილობისას არსებობს წინასწარგანწყობა (პრედისპოზიცია) მსგავსი ბოდვითი აზრების განვითარებისათვის.