კონსულტირება სექსუალობის საკითხებში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 12 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონსულტირება სექსუალობის საკითხებში - (sexuality counseling), იმ პიროვნების სწავლება, დახმარება ან წარმართვა, რომელსაც აქვს პრობლემები ან იძლევა კითხვებს სექსუალური ურთიერთობის შესახებ საპირისპირო სქესის (კონსულტირება ჰეტეროსექსუალობის საკითხებში), ან იმავე სქესის (კონსულტირება ჰომოსექსუალობის საკითხებში), ან ორივე სქესის (კონსულტირება ბისექსუალობის საკითხებში) წარმომადგენლებთან. აღნიშნული პრობლემები არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად მიეკუთვნოს ფსიქიკურ აშლილობებს, არამედ იგი უნდა შეფასდეს, როგორც სექსუალურ პარტნიორთან ეფექტური ურთიერთობის აგების სირთულეები. ოჯახის შექმნის საკითხებზე კონსულტირება წარმოადგენს ჰეტეროსექსუალობის საკითხებზე კონსულტირების ფორმას, მაგრამ, სექსუალობის გარდა, ფუნქციონირების სხვა ასპექტებსაც მოიცავს.