შიდაოჯასური ურთიერთობების გამრუდება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიდაოჯასური კავშირის (ურთიერთობების) გამრუდება, (disorder intrafamilial communication), ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის ანომალიური ან დევიაციური გადაცემა. დამახინჯება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად – მაგალითად, არასრული შინაარსი, ადეკვატური პასუხის არარსებობა, ინფორმაციის ვერბალურ და არავერბალურ მხარეთა შორის შეუსაბამობა.