ალკოჰოლის გამოყენება სოციალური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის გამოყენება, სოციალური (drinking, social)

1. სიტყვასიტყვით – ალკოჰოლის მიღება კომპანიაში, რომელსაც გარკვეულად უპირისპირებენ მის ინდივიდუალურად (მარტო) მიღებას.
2. ტერმინს ხშირად იყენებენ მიახლოებით, რათა აღნიშნონ ალკოჰოლის ისეთი მიღება, რომელიც არ წარმოადგენს ალკოჰოლის პრობლემურ მიღებას.
3. როგორც უფრო ნორმატიული ტერმინი – ალკოჰოლური სასმელის გამოყენება, რომელიც შეესაბამება სოციალურ ჩვეულებებს, ძირითადად სხვების კომპანიაში და აგრეთვე სოციალურად მისაღები მიზეზითა და ფორმებით (აღნიშნული მოვლენა ცნობილია აგრეთვე, როგორც „ალკოჰოლის ინტეგრირებული გამოყენება“).

არ არის აუცილებელი ალკოჰოლის სოციალური გამოყენება წარმოადგენდეს ზომიერ გამოყენებას. მაგ., სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, „ფიესტის“ დროს, რომელიც სანქციონირებულია მთავრობის მიერ, ალკოჰოლურ სასმელებს ხშირად ინტოქსიკაციის დონემდე იღებენ (იხ.: ალკოჰოლის გამოყენება, ზომიერი; რეკრიაციული გამოყენება).

სინონიმები (მე-2 მნიშვნელობისათვის):

  • პასუხისმგებლობა ალკოჰოლის მიღებაზე;
  • ალკოჰოლის გონივრული მიღება

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები