ფლეშბეკი (სამედიცინო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 17 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლეშბეკი - (flashback), ვიზუალურ დამახინჯებათა, ფიზიკურ სიმპტომთა, ეგოს საზღვრების დაკარგვის, გამოხატული ემოციური რეაქციების სპონტანური განახლება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარსულში ჰალუცინოგენების მიღების დროს.
აშლილობა ეპიზოდური ხასიათისაა (წამებიდან საათებამდე) და შეიძლება ზუსტად გაიმეოროს ის სიმპტომები, რომლებიც ჰალუცინოგენების მიღების დროს ვლინდება. ხანდახან მის პროვოცირებას დაღლილობა, ალკოჰოლის ან მარიხუანას მიღება ახდენს. ეს ფენომენი საკმაოდ ხშირია და ჰალუცინოგენების მიმღებთა 25%-ს აღენიშნება.