ბოზბაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოზბაშ-ი (სომხ. Բոզբաշ) – სომხური საწესო კერძი (წვნიანი), მიცვალებულთა სახელზე გამართული რიგებისა და საქორწილო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი; მზადდება შემდეგი წესით: ცივ წყალში კარგად გარეცხილ ხორცს წყლიან ქვაბში ჩადებენ და ერთი საათის ხარშვის შემდეგ ხახვს, ალუჩას, წიწაკასა და გამხმარ ბოსტნეულს დაამატებენ; გამზადებული კერძიდან ამოღებულ ხორცს ცალკე თეფშზე ჭამენ, წვენს კი ჩაფშვნილ პურთან ერთად მიირთმევენ.
ლიტერატურა
Мелик-Шахназаров Е. Селение Чайкенд, Зангезурского уезда, Елисаветпольской губернии // СМОМПК. Вып. 25. 1898.
წყარო
კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები კლჯლკჯლჯლკჯლ