ნორმალურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 24 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნორმალურობა - (normality), არასაკმარისად ზუსტად განსაზღვრული ცნება, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.
ჯანმრთელობის სფეროში უპირატესად გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობები: ჩვეულებრივი; უვნებელი; ოპტიმალური ან ყველაზე შესაფერისი; საშუალო; მეტრიული მნიშვნელობა ალბათობის გარკვეულ ფარგლებში.
ცნებას, რომელსაც ქცევასთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან (მაგალითად, გულისხმობს ზიანის არმომტანს და არაპათოლოგიურს; ოპტიმალურს ან ვითარებასთან ყველაზე მეტად შესაბამისს; ჩვეულს, საშუალოს, მოდალურს) მიმართებაში აქვს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა, ან წარმოადგენს გაზომვად მნიშვნელობას სტანდარტული გადახრით. კულტურას შეაქვს თავისი წვლილი ნორმალურობის გაზომვაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განისაზღვრება იგი.