ჰიპოგლიკემია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 26 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიპოგლიკემია - (hypoglicemia), გლუკოზის პათოლოგიურად დაბალი კონცენტრაცია სისხლში. აღინიშნება ინსულინომის, გლიკოგენოზის, ალკოჰოლიზმის, ღვიძლის დაავადებების დროს შეიძლება ასევე აღმოცენდეს თერაპიული მიზნით ინსულინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ჰიპერინსულინიზმისას.
მისი სიმპტომები სიმპათიკური (ვეგატატიური) ნერვული სისტემის გაღიზიანების (სისუსტე, გულისცემა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ტრემორი, ატაქსიური სიარული) და ცერებრალური ჰიპოგლიკემიის (შენელებული აზროვნება, გამღიზიანებლობა, აგრესიულობა, შფოთვა და სხვა ემოციური დარღვევები, ხოლო ზოგჯერ – აბნევის მდგომარეობა), შედეგია.