აზრების წართმევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 27 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზრების „წართმევა” (მითვისება) არის ბოდვა, რომლის დროსაც პაციენტს უჩნდება განცდა, რომ მას საკუთარ აზრებს ართმევენ. ასეთ ბოდვას, ჩვეულებრივ, თან ახლავს აზროვნების ბლოკირება: პაციენტის აზროვნების პროცესში ხდება უეცარი წყვეტა და ის ფიქრობს, რომ „დაკარგული” აზრები გარეშე ძალამ მიითვისა. აზრის „ჩადების” ბოდვის მსგავსად, ზოგჯერ, აქაც ვხვდებით აზრების „წართმევასთან” ასოცირებულ განმარტებითი ხასიათის ბოდვას.