ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 27 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები - ხშირად ერთად განიცდება. სუნი და გემო უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნოა.
ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები იშვიათად გვხვდება. ისინი შეიძლება აღინიშნებოდეს შიზოფრენიის, მძიმე დეპრესიული დარღვევების და საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს. აგრეთვე, ისეთი სიმსივნის შემთხვევაში, რომელიც გემოვნებით რეცეპტორებზე მოქმედებს.