ობსესიური ფობიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობსესიური ფობიები - ეს ტერმინი აღნიშნავს ობსესიურ სიმპტომებს, რომლებიც, ისევე როგორც შფოთვა, განრიდებასთან არის დაკავშირებული. მაგ., ადამიანისთვის დანით ჭრილობის მიყენების ობსესიურმა იმპულსმა შეიძლება შედეგად გამოიწვიოს ის, რომ პიროვნებამ საერთოდ თავი აარიდოს დანის გამოყენებას. ზოგჯერ დაავადებების ობსესიურ შიშს ავადმყოფობის ფობიას უწოდებენ.