მეხსიერების ჩავარდნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:59, 3 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეხსიერების ჩავარდნა - (blackaut) – ალკოჰოლით ან სხვა ნივთიერების მიღებით გამოწვეული ხანმოკლე ანტეროგრადული ამნეზია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცნობიერების უხეშ პათოლოგიასთან.
მეხსიერების ჩავარდნის პერიოდში ადგილი აქვს ამ დროს მომხდარი ფაქტების დიდი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ დავიწყებას. თუ ამ მოვლენას ადგილი აქვს ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში, ამ სიმპტომს უწოდებენ „ალკოჰოლურ პალიმფსესტს“.