დანაშაულის ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:27, 3 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანაშაულის ბოდვა - დანაშაულის ბოდვა ყველაზე უფრო ხშირად დეპრესიული დაავადებების დროს გვხვდება და ამიტომ მას ზოგჯერ დეპრესიულ ბოდვას უწოდებენ. ასეთი ბოდვის ტიპიური თემებია: ის მცირედი უკანონობა, რომელიც პაციენტმა წარსულში ჩაიდინა, მომავალში გამოაშკარავდება და მას სახელს გაუტეხს; ან პაციენტის ცოდვებისთვის მისი ოჯახის წევრები დაისჯებიან.