რეაქციის ფორმირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 9 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეაქციის ფორმირება ისეთი არაცნობიერი ქცევაა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი მოქმედებით თავის გრძნობებსა და განცდებს სრულად ეწინააღმდეგება. მაგალითად, სექსის მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა ზოგჯერ (მაგრამ არა ყოველთვის) წარმოადგენს პიროვნების რეაქციას საკუთარ, მისთვის მიუღებელ, სექსუალურ იმპულსებზე.