ალმანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 11 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალმანია (ალმანის გაღება), ყისტი, ფშავი - ჩვეულება, რომლის მიხედვით მოკლულის ნათესავს უფლება ჰქონდა მკვლელისგან, თავსისხლის გარდა, მოეთხოვა ის ნივთი, რომელიც მას მოეწონებოდა. როდესაც ერთ თემს მეორე თემის სისხლი ემართა, ალმანიად მამულსაც კი ართმევდა. ალმანიიდან გათავისუფლებული იყო ის იარაღი, რომელიც ომში ან ლაშქრობაში პატრონს ასახელებდა. ასეთი იარაღის წართმევა ანუ ყისტად მოდება არავის შეეძლო. ალმანიისგან გათავისუფლებული იყო საკუთარი ნათესავის (გვარის) მკვლელი.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი,2012

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები